საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. ბაჰრეინთან დაპირისპირებამდე, საქართველოს ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის პირველ მატჩს 2 ივნისს, რუმინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.