ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ბაჰრეინის ნაკრებს ბოლო ხუთი-ექვსი წლის განმავლობაში საკუთარ კონფედერაციაში საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. ჩვენთვის კი ეს ახალი მეტოქეა და განსხვავებული საფეხბურთო სტილის გუნდია. სასარგებლო მატჩი იქნება ჩვენთვის. ზოგჯერ საინტერესოა განსხვავებულ მეტოქეებთან თამაში. თუ ამ მატჩს სათანადო სერიოზულობით არ მოვეკიდებით, პრობლემები შეგვექმნება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფეხბურთელები ამ შეხვედრისთვის ზუსტად ისე მოემზადებიან, როგორც რუმინეთთან მატჩისთვის მოემზადნენ.
ჩაკვეტაძის დაზიანება სერიოზული არ არის, თუმცა ფეხი შეშუპებული აქვს. ხვალ ვერ ითამაშებს, მაგრამ რამდენიმე დღეში ან კვირაში უკეთ იქნება. ხვიჩა კვარაცხელიას ხვალინდელ მატჩს პირველი წუთებიდან დაიწყებს. რაც შეეხება მეკარის პოზიციას – ბაჰრეინთან შეხვედრაში თამაშის საშუალება ლუკა გუგეშაშვილს მიეცემა და იმედი მაქვს კარგ მატჩს ჩაატარებს.
ძალიან კარგი შეკრება გამოგვივიდა. ვფიქრობ, ფეხბურთელების მენტალიტეტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. გასული კვირის განმავლობაში მათ საოცრად იმუშავეს – დიდი შრომითა და პროფესიონალიზმით. რუმინეთთან ჩვენი კარგი თამაში სწორედ ამ მიდგომის შედეგი იყო. გვინდა, რომ შეკრება ბაჰრეინთან კარგი მატჩით დავასრულოთ და ლამაზი თამაში ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივარს”.