U21 | აშშ V საქართველო – მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

5 ივნისი | აშშ V საქართველო – ბლაგოევგრადი [ჰრისტო ბოტევი]
9 ივნისი | მოლდოვა V საქართველო – ნისპორენი [ცენტრალური]

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ხვალ, ბლაგოევგრადში, ჰრისტო ბოტევის სახელობის სტადიონზე ამერიკის 20-წლამდე ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება.

რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს ბრანსკოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ტრავმების გამო გუნდს, რომელსაც ექვსი ახალწვეული ჰყავს, შეკრების დაწყებამდე – გაბრიელ სიგუა, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ალეკო ბასილაძე და გიორგი გვასალია გამოაკლდა. ხოლო გუნდის ბირთვის კიდევ ორი წევრი – ირაკლი ეგოიანი და საბა ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში არიან გამოძახებული. აღნიშნულ მატჩებში გუნდს ასევე ვერ დაეხმარება – ანდრია ბართიშვილი, რომელიც 19-წლამდელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში მონაწილეობს.