საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ბაჰრეინის ეროვნული გუნდი დაამარცხა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩი მასპინძლებმა ორბურთიანი სხვაობით მოიგეს – 2:0.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 52-ე წუთზე, ლუკა ლოჩოშვილის დარტყმით გახსნა. 77-ე წუთზე, ზუსტად შესრულებული პენალტით მატჩის საბოლოო ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა.
ივნისის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ბაჰრეინთან გამარჯვებამდე, ნაკრებმა რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს 2026 წლის შემოდგომაზე გამართავს. ერთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონი 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მატჩით დაიწყება.