თბილისი არენას ლეგენდარული კალათბურთელების – ოთარ ქორქიას და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი მიენიჭა
დღეს ყველასთვის კარგად ცნობილ “თბილისი არენას”, რომელიც წლების განმავლობაში მასპინძლობს საქართველოს უმნიშვნელოვანეს საკალათბურთო და სპორტულ ღონისძიებებს, ოფიციალურად მიენიჭა ორი ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის – ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი. სიმბოლურ ცერემონიაზე, დარბაზი ამ ორი ქართველი ლეგენდის შვილებმა, ნოდარ ქორქიამ და კოკა ჯორჯიკიამ გახსნეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და საქართველოს სპორტის სამინისტროსა და…