[მატჩის შემდეგ] ვილი სანიოლი: “ყველაფერს იდეალურად არ ჩაუვლია, მაგრამ მთლიანობაში კმაყოფილი ვარ”…

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თქვა, რომ სექტემბრის მატჩებისთვის ამა თუ იმ ფეხბურთელის გამოძახება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელ კლუბში იქნებიან ისინი იმ დროისთვის და ექნებათ თუ არა სათამაშო პრაქტიკა…

“კმაყოფილი ვარ თუ არა თამაშის ხარისხით? სამი ცენტრალური მცველით დავიწყეთ, რადგან ჩენი თვითმიზანი არა ბაჰრეინთან მოგება, არამედ ის გამოწვევა იყო, რომელიც სექტემბრიდან გევლის…

ამ შეხვედრაში აშკარა ფავიორიტები ვიყავით, მაგრამ ახალგაზრდა მცველებს, გოგლიჩიძეს და ბერიაშვილს, არ აქვთ ასეთ დონეზე გამოცდილება, მათ დრო მივეცით. მეორე ტაიმში კი კარგად შემოვიდა აზაროვი…

ყველაფერს იდეალურად არ ჩაუვლია, მაგრამ მთლიანობაში ამ თამაშებით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, სურვილი მქონდა, მეტი გოლის გაგვეტანა. მაგრამ შეტევის ბოლო ფაზაში მეტი მოთმინებით უნდა გვემოქმედა, 

ეგოიანი? ის რუმინეთთან კარგად გამოიყურებოდა. დღეს უფრო რთული იყო თამაში, როგორც მთელი გუნდისთვის. მაგრამ მან ბევრი იშრომა და მშვენიერი საფუძველი შექმნა საიმისოდ, რომ სექტემბრის თამაშებისთვის გამოვიძახოთ. 

მას დიდი ხანია, ვაკვირდებით. შარშან დადგა საკითხი ირაკლის გამოძახების, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ იმ პერიოდში მისთვის ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად თამაში უკეთესი იქნებოდა. იმედი მაქვს, ზაფხულში კარგად მოემზადება და სექტემბრისთვის კარგ ფორმაში იქნება…

მესამე მეკარედ ხარატიშვილს ხომ არ გამოვიძახებთ? ბევრი იქნება დამოკიდებული, ვინ რომელ კლუბში ითამაშებს და ექნება თუ არა სათამაშო დრო. ეს მეკარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა ვილი სანიოლმა.