გიორგი მერებაშვილი: “უკანა ხაზში გვჭირდება ისეთი ლიდერი, როგორიც გურამ კაშია იყო”!
საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ ამხანაგურ მატჩებს აფასებს გიორგი მერებაშვილი – ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ვინც უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები სამწვრთნელო ასპარეზზე. გიორგის პოლონეთში დავუკავშირდით… გარკვეული პრობლემები იყო, მაგრამ ეს არ მიკვირს… – ძირითადად რუმინეთთან მატჩზე ვისაუბრებ. ცხადია, ჩვენი მეტოქე სულაც არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. იყო გარკვეული პრობლემები, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საერთოდ არ მიკვირს….