შვიდი ცვლილება რუმინეთთან მატჩისთვის

კვირას, 8 მარტს, საქართველოს ნაკრები ავჭალის სარაგბო სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

“ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც 7 ცვლილებაა. მასში ერთი დებიუტანტია. ახალგაზრდა მესამეხაზელი მიხეილ შიოშვილისათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე გასვლის შემთხვევაში, პირველ სანაკრებო კეპს მოიხვეჭს.

ოთარ მეტრეველმა და დავით ნინიაშვილმა ადგილები გაცვალეს. მეტრეველი თამაშს “ფულბეკად”, ნინიაშვილი კი ფრთაზე დაიწყებს. “ცხრა ნომრის” პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში იქნება ვასილ ლობჟანიძე, ვისთვისაც ეს 103-ე კეპი იქნება და ამ მაჩვენებლით შალვა მამუკაშვილს გაუტოლდება. შუამარბად გიორგი კვესელაძეს თორნიკე კახოიძე შეცვლის.

ორი ცვლილებაა შერკინების ხაზში. ბურჯის პოზიციაზე დაბრუნდება გიორგი მელიქიძე, ხოლო მესამე ხაზში – ილია სპანდერაშვილი. 6 მოთამაშე კვლავ დამწყებთა შორისაა – ბურჯი გიორგი ახალაძე, კვაჭი ვანო კარკაძე, მეორეხაზელები – მიხეილ ბაბუნაშვილი და ლადო ჩაჩანიძე, გუნდის კაპიტანი ბექა საღინაძე და შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონია.

დებიუტანტ შიოშვილის გარდა, თადარიგში არიან – მესამეხაზელი იოანე იაშაღაშვილი და “ცხრა ნომერი” მიხეილ ალანია, რომელიც მარკო ბორტოლამის რაზმში პირველადაა. სულ კი, თადარიგში 6 მორკინალი გვეყოლება.

საქართველო

15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი)

1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონაქსი), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკიჭუმბაძე (ექსეტერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. იოანე იაშაღაშვილი (მონ დემარსანი), 21. მიხეილ შიოშვილი (ტულონი); 22. მიხეილ ალანია (ორიაკი), 23. ლუკამატკავა (ოიონაქსი)