მარტვილის მერანი 2 ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება

საქართველოში საფეხბურთო სეზონი ახლახანს განახლდა. თუმცა, ლიგა 4-ის გათამაშება სტარტს 1 აპრილს აიღებს. გუნდები კი ამ პერიოდს აქტიურად იყენებენ. მათ შორისაა მარტვილის “მერანი 2”-ც.

სამწვრთნელო შტაბმა გუნდის ბირთვი უკვე ჩამოაყალიბდა და კლუბში რამდენიმე ახალწვეულიც მოვიდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “მერანი 2” ძირითადად ადგილობრივი მოთამაშეებითაა დაკოპლექტებული და ჭყონდიდელები აქცენტს ახალგზარდა ფეხბურთელებზე აკეთებენ.

მარტვილელებმა უკვე გამართეს რამდენიმე ტესტ მატჩი. შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას მარტვილის “მერანი 2” 24 მარტს ფოთის “კოლხეთი 2”-ის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში 11:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება პირველ ოფიციალურ შეხვედრას მარტვილის “მერანი 2” 1 აპრილს “გაგრა 2”-ის წინააღმდეგ გამართავს.