საფეხბურთო კლუბი “არაგვლები” ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. შავ-წითლებმა უკვე გამართეს არაერთი ამხანაგური შეხვედრა და ლიგა 4-ის გათამაშებას კარგად მომზადებულები ხვდებიან. შარშანდელი უიღბლობის შემდეგ გუნდმა სრულად შეძლოა რეაბილიტაცია, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და მათი მთავარი მიზანი ლიგა 3-ში გადასვლა იქნება.
“არაგველებმა” მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში 14 მარტს ჯერ “გაგრა 2” დაამარცხეს, ხოლო შემდეგ, 18 მარტს, კი “ბორჯომი”. ორივე შეხვედრა, იდენტური ანგარიშით, 3-1 დასრულდა.
ჭიაკიძის გაწვრთნილი ბიჭები პირველ ოფიციალურ შეხვერდას 1 აპრილს ახალცხის “სამცხის” წინააღმდეგ გამართავენ.