საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას 26 მარტს, თბილისში, ისრაელის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის წინა დღეს, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია გიორგი ჩაკვეტაძეს, ხოლო საბა გოგლიჩიძემ ინდივიდუალურად ივარჯიშა.
მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებამდე, მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად, ხვიჩა კვარაცელიამ უპასუხა.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვიცით, რომ ერთა ლიგა მხოლოდსექტემბერში იწყება, თუმცა ბევრს ვმუშაობთ, რადგან ორი კარგი მატჩის ჩატარება გვინდა. რაცშეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს, ორივე გარკვეული პრობლემებით ჩამოვიდა. არ ვიცი, ღირს თუ არა ახლა, ამხანაგურ მატჩებში, რაიმე რისკზე წასვლა. განსაკუთრებითჩაკვეტაძის შემთხვევაში – მას კარიერის განმავლობაში ტრავმებთან არაერთი პრობლემაჰქონია. ამ ეტაპზე ის ჩვენთან ერთად არის და ვფიქრობ, ხვალ სამედიცინო შტაბთან კიდევერთხელ შევამოწმებთ მის მდგომარეობას, შემდეგ კი გადაწყვეტილებასაც მივიღებთ.
დიახ, ხვიჩა ახალი კაპიტანია და მას საკუთარი გზა უნდა იპოვოს. მან თავად უნდა აღმოაჩინოს, თუ როგორი კაპიტანი უნდა გახდეს, რადგან ეს მისი პიროვნების ანარეკლი უნდა იყოს. თუ ესგადაწყვეტილება მივიღე, ეს ნიშნავს, რომ 100 პროცენტით მჯერა – მას შეუძლია ძალიან კარგიკაპიტანი გახდეს.
ვფიქრობ, ჩვენმა გულშემატკივრებმა, განსაკუთრებით ბოლო წლებში და გერმანიაში, ევროპისჩემპიონატზე, აჩვენეს, რომ შეიძლება ევროპაში საუკეთესოებიც კი იყვნენ. მთელ მსოფლიოზევერ ვიტყვი, მაგრამ ევროპაში ნამდვილად გამორჩეულები არიან.
მინდა, რომ ზუსტად ასეთები დარჩნენ და კვლავ დაგვეხმარონ, რადგან მათ გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. ამიტომ გთხოვთ, ჩვენს გვერდით იყავით მაშინაც კი, როცა ეს რთულია. თუ ისევისეთი დიდი მომენტები გვინდა, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა, მაშინ ყველასერთად გვჭირდება ბრძოლა”.
ხვიჩა კვარაცხელია (ეროვნული ნაკრების წევრი): “მინდა, მივუსამძიმრო მთელ საქართველოს ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის გარდაცვალება. მან უდიდესი სითბო და სიყვარული დატოვა. ამაყი ვარ, რომ მის ეპოქაში ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა. მისი სიტყვები ყოველთვის გამყვება. ბედნიერი ვარ, რომ მასთან შეხვედრის შესაძლებლობაც მქონდა.
უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. პირადად მე მომიწია გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას კაპიტნობის დროს თამაში. მათგან ვისწავლე, როგორ უნდა მოიქცე სირთულეების დროს. მინდა, მეც იგივე გავაკეთო — ვიყო მაგალითი ჩემი თანაგუნდელებისთვის როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ და ნებისმიერ გასაჭირში პირველი დავდგე და ეს დაბრკოლებები მივიღო.
ხვალინდელი დღიდან, პირველი ამხანაგური მატჩიდან, ვიწყებთ ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მზადებას, რომელიც 2026 წელს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ვმუშაობთ სიახლეებზე, რაც ოფიციალურ მატჩებში აუცილებლად გამოგვადგება”.