7 აპრილს, საქართველოს 19-წლამდელთა თასის პირველი გათამაშების 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
აღნიშნული ტურნირი მიმდინარე წლიდან პირველად ტარდება და მასში 19-წლამდე ოქროს და ვერცხლის ლიგის გუნდები მონაწილეობენ.
გათამაშების პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს ვერცხლის ლიგის 14 კლუბი და ოქროს ლიგაში 2026 წელს აღზევებული 2 გუნდი.
მერვედფინალში პირველ ეტაპზე გამარჯვებულ გუნდებს იბერია 1999, დინამო ბათუმი, ვიტ ჯორჯია, დილა, კოლხეთი 1913, ტორპედო, ლოკომოტივი და დინამო თბილისი შეუერთდებიან.
1/16-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები
18 აპრილი
- გორი – ოდიში
- მეშახტე – გაგრა
- არაგვი – თელავი
19 აპრილი
- სიონი – რუსთავი
- სამტრედია – სამგურალი
- შტურმი – გარეჯი
- მერანი მარტვილი – ინტერი
- სპაერი – პლატო