2 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მედიის კითხვებს უპასუხა.

მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშიაც წარდგა, რომელიც რუმინეთის წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში ბოლო, 129-ე მატჩს გამართავს.