საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩს – მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს.
მონტენეგროსთან მატჩამდე, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – ზურაბ ხიზანიშვილმა და მოთამაშემ – გიორგი ლომიძემ ისაუბრეს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის ოფიციალური Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ. დასწრება თავისუფალია.
ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.