საქართველო 1:1 რუმინეთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

რუმინეთთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ბოლო, 129-ე შეხვედრა ჩაატარა. მატჩის დაწყებამდე, ნაკრების რეკორდსმენს სამახსოვრო ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე დაწინაურდა. 46-ე წუთზე გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. რუმინეთის ნაკრებმა ანგარიში 55-ე წუთზე, ლუის მუნტიანუს გოლით გაათანაბრა.

რუმინეთის წინააღმდეგ სადებიუტო სანაკრებო მატჩი ჩაატარა ირაკლი ეგოიანმა. ნიდერლანდური ექსელსიორის ფეხბურთელი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას 5 ივნისს, ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს.