საფეხბურთო კლუბი “დიდუბე” მიმდინარე სეზონში ლიგა 3-ის გათამაშებას მომზადებული შეხვდა და გუნდი ტურიდან ტურამდე უმატებს. თბილისელებმა გასული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულეს, თუმცა წელს სხვა ამბიციები აქვთ და მათი მიზანი ლიგა 2-ში გადასვლაა. მოგეხსენბათ, რომ პირველი და მეორე ადგილებზე გასული გუნდები ავტომატურად იღებენ ლიგა 2-ის საგზუროს ხოლო მე-3 და მ-4 ადგილზე გასული გუნდები პლეიოფს გაითამაშებენ.
“დიდუბე” სანაკრებო პაუზას აქტიურად იყენებს და უწყვეტ ვარჯიშს აგრძელებს, მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში “დიდუბე” ამხაგურ შეხვედრას 5 ივნისს თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 10:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება მომდევნო ოფიცლიურ შეხვედრას “დიდუბე” გათამაშების ერთ-ერთი ლიდერის, “ორბის” წინააღმდეგ გამართავს.