9 ივნისი | მოლდოვა [20:00] საქართველო – ნისპორენი [ცენტრალური]
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ხვალ, ნისპორენში, მოლდოვის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ.
რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს დაბა ბუდეშტის მახლობლად, მოლდოვის ეროვნული გუნდების საწვრთნელ ბაზაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართა. მოახლოებული მატჩის შესახებ, 21-წლამდე ნაკრების წევრმა – გურამ ჯაფარიძემ ისაუბრა.