საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
8 ივნისს, ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხი 2-ზე გამართა. ტრავმის გამო საბერძნეთთან შეხვედრაში ნაკრებს თამარ ტატუაშვილი და გვანცა ქადაგიშვილი ვერ დაეხმარებიან. მოახლოებული მატჩის შესახებ მთავარ მწვრთნელნთან ერთად კომენტარი ჩვენი გუნდის შემტევმა, ნინი ბუხრიკიძემ გააკეთა.
ირის ანტმანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ბოლო მატჩში სასტარტოშემადგენლობის ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია გვაქვს და ამიტომახალ მოთამაშეებს ვიხილავთ. ვფიქრობ, ამ საკვალიფიკაციო ციკლიდან დადებითი მხარეებიცუნდა დავინახოთ. ვიცი, რთულია კარგზე საუბარი, როცა მარცხდები, მაგრამ რეალისტები უნდავიყოთ. რეალობა კი ისაა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა.
ვიცით, რომ საბერძნეთი ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ აქ პირველ რიგში იმისთვის ვართ, რომთამაშით სიამოვნება მივიღოთ, რადგან ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ და ბოლომდეღირსეულად წარმოადგენენ ეროვნულ ნაკრებს. ახალ ფეხბურთელებს შანსს მივცემთ. ერთ-ერთიმათგანი, 15-წლამდე ნაკრებიდან იქნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ახალ მოთამაშეებსშესაძლებლობა მივცეთ და ამ მატჩითაც ვისიამოვნოთ. ასევე, გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომამ პერიოდში გუნდის გვერდით იდგნენ”.
ნინი ბუხრიკიძე (ეროვნული ნაკრების წევრი): “საბერძეთი ძლიერი მეტოქეა. სამწუხაროდ, გასვლითი მატჩი დავთმეთ, თუმცა საკუთარ მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად. გუნდში კარგი განწწყობაა და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი მაქსიმალურად დაგვეხმარება ხვალინდელ შეხვედრაში”.