“ლელოს” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ძალიან დიდი შანსია, გორის “დილა” ევერ დემალდემ ჩაიბაროს. ალბათ, გაგახსენდათ – 39 წლის არგენტინელი სპეციალისტი გორულ კლუბს 2023 წელს ხელმძღვანელობდა, ოღონდ, მთავარი მწვრთნელის პოსტზე სულ 7 შეხვედრა ჩაატარა.
სხვადასხვა დროს დემალდე მუშაობდა “არხენტინოს ხუნიორსში” (ასისტენტად), საემიროების “ალ ჰილალ იუნაიტედში”, “ხიმნასია ტიროში”, “ინდეპენდიენტე რივადავიაში”, პანამურ “ერერასა”და ინდურ “კალკუტაში”.