დინამო თბილისმა მეშახტეს 6:1 მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტური დასრულდა. დღეს ერთი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ტყიბულის მეშახტეს 6:1 მოუგო. დინამოელები მეოთხე ადგილზე არიან, თუმცა მეორე-მესამეადგილოსნებთან ჩამორჩენა მხოლოდ ერთი ქულაა. მეშახტემ კი აუტსაიდერია: გუნდმა ზედიზედ მეშვიდედ წააგო. მეშახტე 1:6 დინამო თბ  დინამოელები 27-ე წუთზე უკვე სამბურთიანი სხვაობით იგებდნენ. ანგარიში ნუმან კურდიჩმა გახსნა თავური დარტყმით. ეს მისი პირველი გოლია კრისტალბეთ…

მეტი...

ყველგან დაძაბულობა… და ბრაზილიური გოლები

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის სამი მატჩი გაიმართა. თავიანთი მატჩები მოიგეს იბერია 1999-მა, რუსთავმა და სამგურალმა. სხვათა შორის, სამივემ მინიმალური სხვაობით. საინტერესოა, რომ წინა ტურის მსგავსად სამგურალმა ისევ 3:2 გაიმარჯვა და ისევ სამივე გოლი ბრაზილიელებმა გაიტანეს.  რუსთავი 2:1 სპაერი  რუსთავმა სპაერს დაძაბულ შეხვედრაში მოუგო. პირველ ტაიმში ერთი გოლი ვნახეთ: რუსთაველთა განელმა შემტევმა სოლომონ კესიმ შორიდან…

მეტი...

გოლები სწრაფად: გაგრამ ტორპედოს მოუგო

გაგრამ ქუთაისში სძლია ტორპედოს. ეს მოხდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურის პირველ მატჩში.  ტორპედო 1:2 გაგრა  ცხრილში მეორეადგილოსანი ბოლოდან მეორეადგილოსანს შეხვდა. ტორპედოს ამ ტურამდე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და რომ მოეგო, მინიმუმ ერთი დღით ლიდერი გახდებოდა. საბოლოოდ, გაგრამ გაიმარჯვა.  სწრაფი გოლი ვნახეთ. გაგრას უკრაინელმა ლეგიონერმა ილია სკრპიპნიკმა მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიყენა და ზუსტი დარტყმით გაიტანა.  მე-15…

მეტი...

სამგურალის ბრაზილიური გოლები და მოგება ლიდერთან; ბათუმელთა მორიგი სამი ქულა; სპაერის გამარჯვება

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური დასრულდა. ორშაბათს სამი მატჩი გაიმართა. ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება დაიძაბა, რადგან ლიდერმა იბერია 1999-მა წააგო წყალტუბის სამგურალთან; დინამო ბათუმმა რუსთავს აჯობა და მეხუთე ადგილამდე აინაცვლა, ხოლო თბილისის სპაერმა ტყიბულის მეშახტე დაამარცხა.   სამგურალი 3:2 იბერია 1999  წყალტუბოელებმა მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონის ლიდერს მოუგეს 3:2. პირველი ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში სამგურალმა…

მეტი...

ქუთაისის ტორპედომ ქართულ კლასიკოში მოიგო; გაგრამ გამარჯვების გემო გაიხსენა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-15 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა: ქუთაისის ტორპედომ დინამო არენაზე მოუგო დინამო თბილისს, ხოლო გაგრამ გორის დილას სძლია. დინამო თბ 0:1 ტორპედო ქართული კლასიკო ქუთაისის ტორპედომ მოიგო. ერთადერთი გოლი ბრაზილიელმა ფელიპე პირესმა გაიტანა, რომელმაც გიორგი არაბიძის მიერ გარე ტერფით გაკეთებული პასის მერე კარიდან წინ გამოსული გიორგი ლორია მოატყუა და შორიდან დარტყმით გაიტანა. ეს…

მეტი...

შერმადინის 10 ქულა, 7 მოხსნა და ტენერიფეს მარცხი რიტასთან ნახევარფინალში

ბადალონაში მიმდინარე ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის „ოთხთა ფინალი“ გიორგი შერმადინის გუნდისთვის მოულოდნელი მარცხით დაიწყო. „ლა ლაგუნა ტენერიფე“ ნახევარფინალში ვილნიუსის „რიტასთან“ დამარცხდა — 69:87. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში თამაში თანაბარი იყო, ესპანური კლუბის მეორე ნახევარი ნამდვილ კატასტროფად იქცა. შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო და პირველი ორი მეოთხედი ქულა-ქულაში მიმდინარეობდა — 17:18 და 17:22. დიდ შესვენებაზე გუნდები 6-ქულიანი…

მეტი...

სეზონის MVP-ის ტიტულის მოგების მორიგი შანსი | შერმადინი ესპანეთის ლიგის 20 საუკეთესოს შორის მოხვდა

ქართველ ვეტერან ცენტრს, გიორგი შერმადინს, შესაძლებლობა ეძლევა, ესპანეთის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება კიდევ ერთხელ დაისაკუთროს. 37 წლის კალათბურთელი იმ ოცეულშია დასახელებული, რომელთა შორისაც სეზონის გამორჩეული მოთამაშე (MVP) გამოვლინდება. გამარჯვებულის ვინაობას, ტრადიციული წესით, ოთხი სხვადასხვა მხარე განსაზღვრავს: თითოეული ჯგუფის ხმას საერთო შედეგზე 25%-იანი გავლენა ექნება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის 21 მაისს გახდება ცნობილი. „ტენერიფეს“ ქართველი…

მეტი...

U22 | რუსთავი ფინალშია, „ვინგსმა“ გადამწყვეტი ბრძოლა დანიშნა

საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატში პირველი ფინალისტი გამოვლინდა. რეგულარული ჩემპიონატის ტრიუმფატორმა „რუსთავმა“, რომელმაც სეზონი მხოლოდ ერთი მარცხით განვლო, „ჰიუნდაისთან“ სერია მშრალი ანგარიშით დახურა. პარალელურად, „ვინგსმა“ ნამდვილი ხასიათი გამოავლინა და ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტთან სერიაში წონასწორობა აღადგინა. რუსთაველთა სტაბილურობა: ქვემო ქართლი ფინალს ელის ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩის მსგავსად, სადაც „რუსთავმა“ 78:65 მოიგო, განმეორებითი შეხვედრაც „ჰიუნდაის“ მედგარი წინააღმდეგობით დაიწყო….

მეტი...

მამუკელაშვილისა და ბითაძისთვის სეზონი ერთ დღეს დასრულდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ორივე ქართველი ლეგიონერის გუნდმა პლეი-ოფის მე-7, ფინალური დაპირისპირება დათმო და გათამაშებას გამოეთიშა. „ტორონტომ“ სტუმრად „კლივლენდთან“ წააგო — 102:114, ხოლო „ორლანდო მეჯიქი“ დეტროიტში „პისტონსთან“ დამარცხდა — 94:116. სანდრო მამუკელაშვილი „კავალიერსის“ წინააღმდეგ „კლივლენდთან“ გამართულ მატჩში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 9 წუთი გაატარა. ამ დროში ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულისდაგროვება მოახერხა. მან 6-დან 3 ორქულიანი გამოიყენა, თუმცა პერიმეტრიდან შესრულებული ორივე ტყორცნა და…

მეტი...

ისტორიული ნახევარფინალი ორბისთვის. ტყიბულის გუნდმა ზესტაფონში სერიის მე-5 მატჩი მოიგო

სუპერლიგის მეოთხედფინალური სერია ნამდვილი კულმინაციით დასრულდა. ზესტაფონში გამართული მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა ტყიბულის „ორბის“ ტრიუმფით დაგვირგვინდა — სტუმრებმა 79:72 (სტატისტიკა) დაამარცხეს „მარგვეთი“ და თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვეს ნახევარფინალის საგზური. ეს გამარჯვება კიდევ უფრო ფასეულია იმ ფონზე, რომ სერიის ბედი ბოლო წუთებამდე ბეწვზე ეკიდა. მატჩი პირველივე წამებიდანვე წარმოუდგენელი დაძაბულობით დაიწყო. სასტარტო მეოთხედში გუნდები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ, რაც ტაბლოზეც აისახა — 25:25. მეორე პერიოდში „ორბმა“ მცირე…

მეტი...