მიმოხილვები

მასპინძლების მოგება: იბერია 1999 და დილა წინ წავიდნენ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტური დასრულდა. ცხრილის ზედა სამეულში ადგილები შეიცვალა. იბერია 1999-მა ტორპედოს სამბურთიანი სხვაობით მოუგო, ხოლო დილამ სამგურალს მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაუტანა გადამწყვეტი გოლი… იბერია 1999 3:0 ტორპედო  თბილისელები 38-ე წუთისთვის უკვე 3:0-ს იგებდნენ და მატჩი ასეც დასრულდა. ახლა იბერია 1999 და დილა ერთი ქულით უსწრებენ მესამეზე მყოფ ტორპედოს, რომელმაც ზედიზედ მეორედ…

მეტი...

სერიების გაგრძელება: დინამო თბილისმა თელავს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა თელავს ოთხბურთიანი სხვაობით მოუგო, ხოლო ფოთელთა და სამტრედიელთა დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.  დინამო თბ 5:1 თელავი  დინამო თბილისმა აუტსაიდერ თელავს დამაჯერებლად მოუგო. დინამოელებმა ზედიზედ მერვე წაუგებელი მატჩი ჩაატარეს, თელავს კი ცუდი სერია აქვს: ზედიზედ ოთხჯერ წააგო და ზოგადად ბოლო 14 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.  პირველ ტაიმში ნიკა…

მეტი...

მამუკელაშვილმა ოკლაჰომასთან 14 ქულა გამოფინა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ნბა-ს საგამოფენო მატჩები, რაც ახალი სეზონისთვის მოსამზადებლადაა. საქმეში ერთ დღეს ჩაებნენ გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდები. ორივე კალათბურთელი მათთვის დათმობილი დროის გათვალისწინებით საკმაოდ შედეგიანი იყო. სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონმიო სფურსთან ერთწლიანი კონტრაქტი ფგააფორმა და მომავალ სეზონში ეცდება ტეხასელებისთვის საკუთარი ძალის კიდევ ერთხელ დამტკიცებას. სან ანტონიომ ოკლაჰომას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში…

მეტი...

ესპანეთის მე-2 ტურის მატჩი, რომელშიც შერმადინი თამაშობდა, დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში თამაში დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო. ბრეოგანი გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფეს მასპინძლობდა, როცა დარბაზში წყალი ჩამოვიდა, მოედანი დასველდა და მსაჯმა თამაში შეწყვიტა. ტექნიკური ხარვეზი დროულად ვერ მოგვარდა, რის გამოც თამაში შეწყდა და გადაიდო. მისი ჩატარების დრო მოგვიანებით გამოცხადდება.   ბრეოგანის ხელმძღვანელობამ ტენერიფეს ქომაგებს ბოდიში მოუხადა, რადგანაც მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ ლუგოში ამ მატჩის…

მეტი...

რუსთავში დუდუ დადიანის მემორიალის 23-ე გათამაშება დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირი რუსთავში, სპორტის ახალ სასახლეში დაიწყო. აღნიშნული ტურნირი 2002 წლიდან ტარდება და წლევანდელი გათამაშება რიგით 23-ეა, რომელშიც 12 გუნდი მონაწილეობს. სუპერლიგის 11 გუნდთან მემორიალში მონაწილეობს “რუსთავი 1991”, რომელიც არსებობის მანძილზე პირველად თამაშობს “ა” ლიგაში, სადაც წინა სეზონში, ბოლო ადგილის დაკავების გამო დაქვეითდა. მოგეხსენებათ,…

მეტი...

16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანი – სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2022 წლიდან მუშაობს. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სანდრო 18 და 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, დღეიდან კი 16-წლამდე ნაკრებს ჩაიბარებს, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობს. სანდრო კობახიძის გუნდი, 29 სექტემბერს, თურქეთის ქალაქ ერზურუმში…

მეტი...

დიმიტარ კაპინკოვსკიმ სამტრედია დატოვა

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მაკედონიელმა სპეციალისტმა, დიმატარ კაპინკოვსკიმ სამტრედია დატოვა. სამტრედიამ, ეროვნული ლიგის წლევანდელ სეზონში ოცდაერთი  შეხვედრიდან, მხოლოდ ერთი მოიგო. ამ შედეგით ისინი, სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. სიახლე არ არის, რომ ეროვნული ლიგაში მწვრთნელები ხშირად იცვლებიან. გასულ წლებში გვქონდა შემთხვევები, როდესაც გუნდები ერთი სეზონის განმავლობაში სამ მწვრთნელს იცვლიდნენ. სამტრედია ახალი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

მეტი...

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის სიმბოლური გუნდი

სამდღიანი XXI ტური დასრულდა. მთავარი მატჩი იყო ქართული “კლასიკო”, რომელშიც თბილისის “დინამო” “ტორპედოს” დაუხვდა და 1:2 დამარცხდა. ქუთათურები სათოფეზე მიუახლოვდნენ ჯერაც ლიდერ გორის “დილას”. ამ გადასახედიდან, სტივ კინის გუნდი ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მოსჩანს. თბილისის “დინამო” კი მეექვსე ადგილზეა – იქ, სადაც ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს არ შეეფერება ყოფნა.  ევროტურნირებიდან გავარდნის შემდეგ “იბერიამ” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა…

მეტი...

იბერია 1999-მა უიღბლო სერია შეწყვიტა

იბერია 1999-მა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მესამე ადგილზე დაბრუნდა. ​​​​​​​იბერია 1999 3:1 სამტრედია მასპინძლები აგებდნენ, თუმცა რთულ ბრძოლაში მოახერხეს სამი ქულის აღება.  იბერიელთა ფორვარდმა შეიკნე სილამ თავურით ძელს მოარტყა ბურთი, ერთ წუთში კი სამტრედიამ გაიტანა… კონტრშეტევაზე განელმა დანილ ოვუსუმ ორიგინალურად იმოქმედა, მოტყუება, პაუზები და ბოლოს ძლიერი დარტყმა – 0:1. ასე დაწინაურდა…

მეტი...

ქალთა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირის ანტმანის გუნდმა ლიეტუვის ნაკრების სტუმრად, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. გამარჯვების გოლი მატჩის 88-ე წუთზე მაიკო ბებიამ, 11-მეტრიანი დარტყმით გაიტანა.  ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 10 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა და C ლიგის სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდა. ორრაუნდიანი პლეი-ოფის მატჩები შემოდგომაზე გაიმართება. პლეი-ოფის ფარგლებში ევროპის…

მეტი...