მიმოხილვები

თბილისის დინამო ასტანას დაუპირისპირდება

დინამოელებმა დღეს ასტანა არენაზე მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ ხვალ, თბილისის დროით 18.00 საათზე, ყაზახეთის დედაქალაქში უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩი გაიმართება. დღევანდელ წვრთნამდე ასტანა არენას საპრესკონფერენციო დარბაზში მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა. მომავალი მატჩის შესახებ დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გიორგი ჭიაბრიშვილი: არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც თამაშისგან გამარჯვებას არ ელის. ჩემი მოლოდინიც…

მეტი...

საბურთალო ბოლნისის სიონს დაუზავდა

ეროვნული ლიგის განახლებამდე დაახლოებით 1 თვეა დარჩენილი. გუნდები ამ პაუზას კი აქტიურად იყენებენ. დედაქალაქური “საბურთალო” ამხანაგურ შეხვედრაში ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდა და შევხედრად, ფრედ 1-1 დასრულდა. მიუხედავად არაერთი სახიფათო მომენტისა პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში კი ანგარიში ბოლნისის “სიონმა” გახსნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმით ბოლნისის ახალწვეულმა გიორგი კორიფაძემ მატჩის 83-ე წუთზე სტუმრები დააწინაურა, თუმცა მასპინძლებმა…

მეტი...

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვოს 80:70 მოუგო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. უკრაინასთან სადებიუტო მარცხის შემდეგ კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა კოსოვოს სძლია. საქართველომ მეტოქე 10 ქულის სხვაობით – 80:70  (სტატისტიკა) დაამარცხა და ჯგუფიდან გასვლის შანსები ხელშესახები დატოვა. ჩვენს გუნდს კოსოვოსთან საკმაოდ დიდი ბრძოლა გადახდა. პირველი პერიოდის შემდეგ ქართველები 16:23 იგებდნენ, თუმცა მეორეში თამაში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე ლიდერის ამპლუაში…

მეტი...

დუდა სანაძე კარიერას უნგრულ ატომერომუში გააგრძელებს

საქართველს ეროვნული ნაკრების წევრმა, დუდა სანაძემ უნგრულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 31 წლის უკანახაზელი კარიერას “ატომერომუ პარკსში” გააგრძელებს. სანაძემ კონტრაქტი ონლაინ გააფორმა, უნგრეთში კი მას შემდეგ ჩავა, რაც საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატში ასპარეზობას დაასრულებს. “ბედნიერი ვარ, რომ ASE-სთან გავაფორმე ხელშეკრულება, კლუბს ამ სეზონში სერიოზული გეგმები აქცს. ყველაფერს გავაკეთებ მოედანზე და მის გარეთ გუნდის საკეთილდღეოდ” – დუდა…

მეტი...

ევრო 2023-ზე სარეკორდო ჯამური დასწრება დაფიქსირდა – მაყურებლის 70 პროცენტი სტადიონებზე საქართველოში მივიდა

21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარეობს, ტურნირის არსებობის ისტორიაში გულშემატკივართა ყველაზე დიდი ჯამური დასწრება დაფიქსირდა. შეჯიბრების ისტორიაში ერთ მატჩზე დასწრების ახალი რეკორდიც საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების შეხვედრაში დამყარდა, რომელსაც პაიჭაძის სტადიონზე 44 338 გულშემატკივარმა უყურა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში გულშემატკივართა დასწრების სამი საუკეთესო მაჩვენებელი თბილისში, მიმდინარე ჩემპიონატზე დაფიქსირდა. ჯგუფური ეტაპის მეორე…

მეტი...

საბურთალო მზადებას შეუდგა

საბურთალომ” ჩემპიონატში პაუზით ისარგებლა და საქართველოში შეკრებაზე მყოფ სომხურ “ურარტუსთან” (მოქმედი ჩემპიონია) 2:2 ითამაშა. თბილისელთაგან გოლები იური ტაბატაძემ და შეიკნე სილამ გაიტანეს. “საბურთალოს” სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კუპატაძე, კომახიძე, ჯგერენაია, ჩადუნელი, მამასახლისი, ქარდავა, ასკურავა, კოხრეიძე, ტაბატაძე, სიხარულიძე, სილა. ომარ თეთრაძის გუნდში ითამაშა ახალწვეულმაც – ეს არის სირილ ჩამბა, რომელიც აქამდე “სამტრედიის” ღირსებას იცავდა. 25 წლის…

მეტი...

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. მეოთხედფინალში, ჩვენი გუნდი ისრაელის ნაკრებთან 11-მეტრიანების სერიაში დამარცხდა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. პენალტების სერიაში კი, მეტოქემ 4:3 იმარჯვა. სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის გუნდმა ოთხი მატჩი გამართა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ჩვენმა გუნდმა პორტუგალია დაამარცხა, რის შემდეგაც, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მატჩები ფრედ დაასრულა. მიუხედავად მეოთხედფინალურ…

მეტი...

ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში რამაზ სვანაძის გუნდმა ნიდერლანდებთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა და 5 ქულით A ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.   ნიდერლანდებთან მატჩში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა. ნიდერლანდელებმა ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთებზე, კენეთ ტეილორის დარტყმით გაათანაბრეს. მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა. პარალელურად, მესხის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ბელგიას 2:1 სძლია და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა….

მეტი...

გარეჯი მზადებას შეუდგა

ეროვნულ ლიგა აგვისტოში განახლდება. მანამდე კი გუნდები იძულებით პაუზას აქტიურად იყენებენ. მათ შორისაა ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერი საგარეჯოს “გარეჯი”. კახელებმა ყველასთვის მოულოდნელად მთავარი მწვრთნელი გიორგი ონიანი დაითხოვეს. ახალი თავკაცის ვინაობა კი ჯერ-ჯერობით უცნობია. გუნდი მზადებას თბილისში, ოლიმპიურ სტადიონებზე შეუდგა. როგორც, შევიტყვეთ გუნდში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდება. დეტალები უახლოეს მომავალში გაირკვევა. მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კახელებმა რამდენიმე…

მეტი...

საქართველო 2:2 ბელგია – ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფს ლიდერობს

ნებისმიერი თამაშის გადარჩენის შანსი არსებობს. ის ფაქტორი, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ მნიშვნელოვანია. პირველი თამაშის შემდეგ, არ გვქონდა უფლება, რომ დღეს მოედანი თავაწეულებს არ დაგვეტოვებინა. ნიკა გაგნიძის ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ამიტომ, ტრავმის სირთულეზე საუბარი არ შემიძლია. ერთი შეხედვით, მსუბუქი დაზიანება არ ჩანს, თუმცა მეტი ხვალ გვეცოდინება.” ანზორ მექვაბიშვილი: “ორი განსხვავებული ტაიმი…

მეტი...