საგარეჯოს გარეჯისთვის ისტორიული დღე გამოდგა. კლუბმა პირველი გამარჯვება მოიპოვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
ერთადერთი გოლი ლევან პაპავამ გაიტანა თავურით. ვახტანგ ბედოშვილმა დაიწყო შეტევა, ნიკოლოზ გალახვარიძეს გააყოლა ბურთი, მის ჩაწოდებას კი მოჰყვა პაპავას გოლი. ეს მეორე ტაიმის შუაში მოხდა…
კოლხეთი 1913 22-ე წუთიდან ათი კაცით თამაშობდა: ბექა ხარშილაძე გააძევეს ბედოშვილის წაქცევისთვის. ბოლო იმედის ჯარიმა იყო…
გარეჯს 4 ქულა აქვს, ფოთელებს კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი: გუნდს ჯერ გოლი არ გაუტანია.