ქუთაისმა თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა

საკალათბურთო კლუბი ქუთაისი 2010 საქართველოს ჩემპიონია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა სუპერლიგის მე-5, გადამწყვეტ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 93:82 (სტატისტიკა) დაამარცხეს და საქართველოს საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მეორედ, ხოლო მთლიანობაში მე-4-ედ მოიგეს.  ქუთაისი აქამდე 3-ჯერ – 2016, 2022 და 2024 წლებში გამხდარა ჩემპიონი, თუმცა ამ გამარჯვებას ალბათ სხვა ეფექტი და ემოცია ახლდა. მიმდინარე საუკუნეში პირველად და…

მეტი...

შერმადინის 17 ქულა მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა | ტენერიფე მეოთხედფინალში ხუვენტუდს შეხვდება

ესპანეთში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო, 34-ე ტურში დაკარგა მე-2 ადგილი ტენერიფემ, რომლის ღირსებასაც გიორგი შერმადინი იცავს. ტენერიფე სტუმრად მანრესას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 83:86 წააგო. ტენერიფელებს რომ მოეგოთ, რეგულარულს მე-2 ადგილზე დაასრულებდნენ, ეს კი იმაში აწყობდათ, რომ თუკი ნახევარფინალში ტენერიფეც გავა და მეორეზე გასული ვალენსიაც, სერიაში მოედნის უპირატესობა შერმადინის გუნდს ექნებოდა.  თუმცა ასე არ მოდა,…

მეტი...

ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს

ბექა ბურჯანაძისთვის სეზონი დასრულდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდის გუნდმა “ლეიმა კორუნამ” ესპანეთის უმალესი ლიგის რეგულარული ჩემპიონატი ბოლო ადგილზე დაასრულა. შესაბამისად, გუნდი უმაღლესი ლიგიდან ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.  ბოლო ტურში ლეიმა კორუნამ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრის გუნდს – ბრუკლინს უმასპინძ₾ა. მოგეხსენებათ, ბასკონიას ღირსებას საქართევლოს მოქალაქეობის ნატურალიზების გზით მფლობელი, ჩვენი ნაკრების წევრი და იმედი, კამარ ბოლდუინი იცავს. შეხვედრა…

მეტი...

ქართველი მსაჯები ქალთა ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

უეფას ქალთა ერთა ლიგის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.  30 მაისს, რიგის LNK Sporta Parks-ზე ლატვიის ქალთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. შეხვედრის მთავარი არბიტრი მზევინარ შარაშანიძე იქნება. მას ასისტენტობას სოფო წულაია და ელენე ელოშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კი, თეონა სტურუა იქნება.  ლატვიისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ქალთა ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

მეტი...

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

28 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2025 წლის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრაში მონაწილეობდნენ კრისტალბეთ ლიგა 3-ის, წინასწარ ეტაპზე გამარჯვებული კრისტალბეთ ლიგა 4-ის და რეგიონული ლიგის გუნდები, ასევე მოყვარულთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი იანეთი. წილისყრის შედეგად, თავდაპირველად გამოვლინდა მეორე ეტაპზე მონაწილე 16 წყვილი: დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე ეტაპზე, მეორე ეტაპის კენტი ნუმერიციის…

მეტი...

ანდორა – საქართველო | ერთა ლიგის მეხუთე მატჩი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. 30 მაისს, ირის ანტმანის გუნდი სტუმრად ანდორას დაუპირისპირდება. თამაშამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ ესტადიო ენკამპზე ივარჯიშა. დისკვალიფიკაციის გამო ანდორასთან მატჩს თეონა ბაქრაძე გამოტოვებს.  ანდორა – საქართველოს მატჩი 30 მაისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.  საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა მეკარე:…

მეტი...

გორის დილამ ისევ მოიგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტურის პირველი მატჩი გაიმართა. გორის დილა შინ აგებდა დინამო თბილისთან, მაგრამ შოთა შეყილაძის ლამაზი გოლებით გაიმარჯვა – 2:1.   დილა 2:1 დინამო თბ  გორის დილამ ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიმარჯვა და მეორე ადგილი უფრო გაიმყარა. ამ ხუთი შეხვედრიდან სამი იყო ისეთი, რომელშიც გორელები აგებდნენ და მაინც სამი ქულა მოიპოვეს… ისიც აღსანიშნავია, რომ…

მეტი...

შავი ზღვის დერბი დინამოს გამარჯვებით დასრულდა

დინამო ბთ 2:0 კოლხეთი 1913  ბათუმელებმა ზღვისპირული დერბი მოიგეს და მესამე ადგილზე დაბრუნდნენ, კოლხეთი 1913 კი ბოლოსწინა, მეცხრე საფეხურზეა.  ფოთელები მე-6 წუთიდან 10 კაცით თამაშობდნენ. მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა ფოთელთა მცველმა აკაკი გიუნაშვილმა წესები დაარღვია გიტის პაულაუსკასის წინააღმდეგ. არბიტრმა ბაქარ ბრეგვაძემ ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-ზე გადამოწმებისას გაირკვა, რომ დარღვევა საჯარიმოს გარეთ იყო. შესაბამისად, ჯარიმა…

მეტი...

იბერია ლიდერია

იბერია 1999 3:1 გაგრა  მოქმედმა ჩემპიონმა კვლავ მოიგო და ექვსქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. იბერია 1999-მა გაგრას ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა… არადა, თავიდან გაგრა იგებდა ლევან გეგეჭკორის ორიგინალური გოლით. გეგეჭკორმა რბილი დარტყმით თავზე გადაუგდო ბურთი მეკარე თორნიკე მეგრელიშვილს.  თუმცა მცირე მონაკვეთში იური ტაბატაძემ დუბლი შეასრულა და ტაიმი იბერიელებმა მოიგეს. იურიმ ჯერ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გაათანაბრა, მერე…

მეტი...

სამგურალის ზედიზედ მეორე მოგება

თელავი 1:3 სამგურალი  წყალტუბოს სამგურალმა ზედიზედ მეორედ მოიგო და მეშვიდე ადგილზეა, თელავი კი ბოლო ადგილზე დარჩა. თელაველებს 12 ტურია არ გაუმარჯვიათ და ამ 12 შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა აიღეს.  მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე სწრაფი გოლი ვნახეთ. მე-20 წამზე სამგურალი გიორგი ფანცულაიამ დააწინაურა დაბალი დარტყმით.  თელაველებმა მე-15 წუთზე გაათანაბრეს, როცა ნიკა ცეცხლაძემ გამოზომილი დარტყმით ახლო…

მეტი...