უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ბილბაოში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, UEFA-ს აღმასკომის წევრის რანგში, ბილბაოში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებთან ერთად, 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი დამტკიცდა. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები თორმეტ ჯგუფში გადანაწილდებიან. საკვალიფიკაციო ეტაპზე ასევე მიიღებენ მონაწილეობას ევრო 2028-ის ოთხი მასპინძელი – ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია და…

მეტი...

დინამო თბილისმა ტორპედოს მოუგო, დილამ ფოთში იმარჯვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-17 ტური დაიწყო. ორი მატჩი გაიმართა. გორის დილამ და დინამო თბილისმა სამ-სამი ქულა მოიპოვეს. დილამ ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა. დინამოელებმა კი აჯობეს ქუთაისის ტორპედოს, რომელსაც ხუთმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა… კოლხეთი 1913 1:2 დილა  გორის დილამ სტუმრად სძლია ფოთის კოლხეთი 1913-ს. ეს გორელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა. გუნდი მეორე ადგილზეა. ფოთელები მერვეზე დარჩნენ. 37-ე წუთზე…

მეტი...

დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ჩემპიონობას მიუახლოვდა. ლექსო ლაფანაშვილისა და ნიკა მსხალაიას გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოიგო და სუპერლიგის ჩემპიონობას 1 გამარჯვება აშორებს. აქამდე თსუ მხოლოდ ერთხელ – 2022-2023 წლების სეზონში ყოფილა ჩემპიონი და ახლა ქართული კალათბურთის მწვერვალამდე 1 ნაბიჯი აკლია.  აქამდე მხოლოდ ერთხელ მომხდარა, როცა ფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩენილი გუნდი ჩემპიონი გახდა….

მეტი...

ბურჯანაძის 9 ქულა მურსიასთან | კორუნამ სეზონის ბოლოსწინა შეხვედრა დათმო

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში უმაღლესი ლიგიდან გავარდნილმა ლეიმა კორუნა ბასკეტმა მორიგი მარცხი იწვნია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ბექა ბურჯანაძის გუნდმა სტუმრად მურსიასთან წააგო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით – 105:93 დასრულდა. ბურჯანაძემ, რომელმაც წინა ტურში ბარსელონასთან სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, სასტარტო ხუთეულში იყო. ბექამ კორუნელთაგან ყველაზე მეტი – 27:44 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 3 მოხსნა და…

მეტი...

მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის – ახალგაზრდული რუმინეთს დაუპირისპირდება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 30 მაისიდან, 8 ივნისის ჩათვლით ქალაქ ვენიგცელში მოემზადება. ავსტრიული შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი, ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21-წლამდელები, რუმინელებს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30-ზე [18:30 – ცენტრალური ევროპის დრო], ფორაუს ურკრაფტ არენაზე დაუპირისპირდებიან. 8 ივნისს, ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს….

მეტი...

ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით მატჩებს გამართავს.  სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 30 მაისს ანდორას ესტუმრება, 3 ივნისს კი, მიხელ მესხი 2-ზე კვიპროსს უმასპინძლებს.  მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრები თბილისში შეიკრიბა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. ჩვენი გუნდის განაცხადში 24 ფეხბურთელია. ყვითელი ბარათების გამო ანდორასთან მატჩს თეონა ბაქრაძე გამოტოვებს.  საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი),…

მეტი...

შენგელიას 18 ქულა ბოლონიეელებს ვენეციაში მოსაგებად არ ეყოთ

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას იტალიის სერია A-ს ნახევარფინალამდე 1 მოგება აკლდა, რადგან ვენეციასთან მეოთხედფინალური სერიის საწყისი 2 შეხვედრა მოგებული ჰქონდა. მესამე მატჩი ვენეციაში გაიმართა, თუმცა ბოლონიურმა კლუბმა სერიის მშრალი ანგარიშით დასრულება ვერ შეძლო.  მატჩი მასპინძლებმა 89:82 მოიგეს და სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს. ქართველი ფორვარდი ბოლონიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელია სასტარტო ხუთეულში არც ამჯერად ყოფილა, მოედანზე გატარებულ…

მეტი...

სუპერლიგის ფინალურ სერიაში ქუთაისი და თსუ შეერკინებიან

სუპერლიგის ფინალში ბოლო 2 სეზონის ჩემპიონები – თსუ და “ქუთაისი 2010” შეხვდებიან. იმერული კლუბი მოქმედი ჩემპიონია, უნივერსიტეტელებმა კი ტიტული ბოლოსწინა სეზონში მოიგეს. ჩემპიონობის შემდეგ, ორივე გუნდმა ევროტურნირზე იასპარეზა და თავი არც ერთს არ შეურცხვენია. რომელი მათგანი გახდება საქართველოს ჩემპიონი და მოიპოვებს ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობის უფლებას, მაისის ბოლომდე გამოჩნდება, როცა ფინალური სერია დასრულდება. ორივე გუნდმა…

მეტი...