შენგელიამ ვირტუსს მილანში კვლავ მოაგებინა და იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა

თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონია იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა. ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩი ბოლლონიელებმა სტუმრად, მილანში გამართეს, სადაც ოლიმპია არმანი 84:78 დაამარცხეს. შედეგად, ვირტუსმა მთლიანი სერიაც მოიგო, რადგან საერთო ანგარიში 3:1 გახდა, რაც შენგელიას უდიდესი დამსახურებაა. სამივე მატჩში, რომელიც ნახევარფინალურ სერიაში ვირტუსმა მოიგო, შენგელია საუკეთესო იყო. განსაკუთრებული დომინაციით ქართველი ფორვარდი სწორედ ბოლო მატჩში გამოირჩა. თორნიკემ…

მეტი...

ევრო 2025 | ჩვენი ახალგაზრდულის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 11 ივნისს, ევროპის 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ მატჩს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ დღეს, იმ 23 ფეხბურთელის განაცხადი დაასახელა, რომლებიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე წარმოადგენენ. U21 | შემადგენლობა მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი). მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა…

მეტი...

ქუთაისი საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ფინალური სერიის მეორე, თბილისში გამართული შეხვედრაც მოუგო სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს და ჩემპიონი გახდა. ქუთაისელებმა 2 დღის წინ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძლაში – 81:77 დაამარცხეს თსსუ, თუმცა მეორე შეხვედრაში, თანაც სტუმრად, უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს – 90:78 (სტატისტიკა).  სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა, თუმცა გარდატეხის მოხდენა ვერ…

მეტი...

საქართველო 1:1 კაბო-ვერდე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების ფარგლებში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ქუთაისში, კაბო-ვერდესთან ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.  საქართველოს ნაკრებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა. ნიკა გაგნიძის პასით გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა. სტუმრებმა ანგარიში მეორე ტაიმში, 11-მეტრიანით გაათანაბრეს.  მატჩის დასრულებისთანავე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თამაში შეაფასა. მოგვიანებით, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა…

მეტი...