ლოკომოტივის მმართველ ბორდს შოთა არველაძე შუერთდა

საფეხბურთო კლუბ ლოკომოტივში 2025 წლის სეზონის მეორე ნახევრის წინ მნიშვნელოვანი სიახლეებია. კლუბში მფლობელობისა და მენეჯმენტის ფუნქციები ერთმანეთისგან გაიმიჯნა. კლუბის პრეზიდენტი გიორგი ყიფიანი გახდა. ჩამოყალიბდა ბორდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე და ამასთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე იმუშავებს, მათ შორისაა: ინვესტიციების მოზიდვაკლუბის სისტემური განვითარებააკადემიის მუშაობის გაუმჯობესებაფანბაზის შექმნა და გაძლიერება მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ბორდის წევრთა…

მეტი...

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

მაის-ივნისში იმერეთის, სამეგრელოსა და კახეთის სტუმრობის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის რეგიონების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები რაჭას ესტუმრნენ, სადაც ტრადიციულად საკალათბურთო ინვენტარი ჩაიტანეს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რეგიონების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შალვა ონიანი და მათი თანამშრომლები ამბროლაურსა და ონში ჩავიდნენ, სადაც კალათბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელი ატრიბუტიკა-მოწყობილობები ჩაიტანეს. აღნიშნულ პროგრამას რეგიონების განვითარების დეპარტამენტი ფიბა-ს სპეციალურ ფონთან თანამშრომლობით…

მეტი...

შენგელიას პირადსარეკორდო 31 ქულა, მატჩისა და ფინალის MVP-ის პრიზები და რა თქმა უნდა, ჩემპიონობა!

თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატი დახურა! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით – თორნიკე ვირტუს ბოლონიას შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი გახდა და ეს ისე მოახერხა, რომ 3:0 მოგებული ფინალური სერიის ყველა მატჩში ის MVP გახდა. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშეც გახდა – მისი წილი ბოლონიური გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესია! ბოლო მატჩში, რომელიც ვირტუსმა…

მეტი...

შენგელიას 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და ვირტუსი იტალიის ჩემპიონობას მიუახლოვდა

თორნიკე შენგელია ისევ საუკეთესოა – ქართველმა ფორვარდმა ვირტუს ბოლონიას კიდევ ერთ მატჩში ულიდერა და მოგების მოპოვებაში დაეხმარა. ვირტუსმა ბოლონიაში მეორე მატჩიც მოუგო ბრეშას, ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა და იტალიის ჩემპიონობამდე 1 გამარჯვება აშორებს.  პირველთან შედარებით, ბოლონიელებმა მეორეში უფრო იოლად იმარჯვეს. მართალია, ბრეშა ბოლო წუთებამდე შანსს ინარჩუნებდა, თუმცა საბოლოოდ 10-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 75:65. თორნიკე ორივე გუნდის…

მეტი...

U21 | საფრანგეთი 3:2 საქართველო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჟილინაში გამართული დრამატული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.  პირველი ტაიმი საფრანგეთმა მატის ტელის პენალტით მოიგო. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრა. ვასილიოს გორდეზიანის პასით გოლი გიორგი აბუაშვილმა გაიტანა. 84-ე წუთზე საქართველოს ნაკრები საბა საზონოვის გოლით დაწინაურდა, რასაც ფრანგებმა 5 წუთში ჟოან ლეპენანის ზუსტი…

მეტი...

შენგელიამ ვირტუსს მილანში კვლავ მოაგებინა და იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა

თორნიკე შენგელიამ ვირტუს ბოლონია იტალიის სერია A-ს ფინალში გაიყვანა. ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩი ბოლლონიელებმა სტუმრად, მილანში გამართეს, სადაც ოლიმპია არმანი 84:78 დაამარცხეს. შედეგად, ვირტუსმა მთლიანი სერიაც მოიგო, რადგან საერთო ანგარიში 3:1 გახდა, რაც შენგელიას უდიდესი დამსახურებაა. სამივე მატჩში, რომელიც ნახევარფინალურ სერიაში ვირტუსმა მოიგო, შენგელია საუკეთესო იყო. განსაკუთრებული დომინაციით ქართველი ფორვარდი სწორედ ბოლო მატჩში გამოირჩა. თორნიკემ…

მეტი...

ევრო 2025 | ჩვენი ახალგაზრდულის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 11 ივნისს, ევროპის 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, პირველ მატჩს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ დღეს, იმ 23 ფეხბურთელის განაცხადი დაასახელა, რომლებიც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე წარმოადგენენ. U21 | შემადგენლობა მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი). მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა…

მეტი...

ქუთაისი საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ფინალური სერიის მეორე, თბილისში გამართული შეხვედრაც მოუგო სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს და ჩემპიონი გახდა. ქუთაისელებმა 2 დღის წინ საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძლაში – 81:77 დაამარცხეს თსსუ, თუმცა მეორე შეხვედრაში, თანაც სტუმრად, უფრო დამაჯერებლად იმარჯვეს – 90:78 (სტატისტიკა).  სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი შანსს ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა, თუმცა გარდატეხის მოხდენა ვერ…

მეტი...

საქართველო 1:1 კაბო-ვერდე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების ფარგლებში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ქუთაისში, კაბო-ვერდესთან ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.  საქართველოს ნაკრებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა. ნიკა გაგნიძის პასით გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა. სტუმრებმა ანგარიში მეორე ტაიმში, 11-მეტრიანით გაათანაბრეს.  მატჩის დასრულებისთანავე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თამაში შეაფასა. მოგვიანებით, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა…

მეტი...

საქართველო – კვიპროსი | ქალთა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩი თბილისში

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით მატჩს გამართავს. 3 ივნისს, ირის ანტმანის გუნდი კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს.  მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ქალთა ნაკრებმა შეხვედრის მასპინძელ მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. დისკვალიფიკაციის გამო, კვიპროსთან მატჩს ნინო პასიკაშვილი, ტატა მატვეევა და ლიზი მწყერაშვილის გამოტოვებენ. გუნდს თეონა ბაქრაძე უბრუნდება, რომელმაც ანდორასთან სტუმრად მოგებული მატჩი გამოტოვა. კვიპროსთან…

მეტი...