ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ანდროაში იმარჯვა
უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ანდორა დაამარცხა. ესტადიო ენკამპზე ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვების დასრულდა – 1:2. ირის ანტმანის გუნდმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. ლიზი მწყერაშვილის პასით გოლი თინათინ ამბალიამ გაიტანა. მასპინძლებმა ანგარიში 5 წუთში გაათანაბრეს, თუმცა 28-ე წუთზე, ლიზი მწყერაშვილის საჯარიმო დარტყმით საქართველოს ნაკრები კვლავ დაწინაურდა. 52-ე წუთზე, ნინო პასიკაშვილის…