როგორც იცით ბოლო წლებში თბილისის “ორბი” საშინაო შეხვედრებს ხაშურში გრიგოლ ჯომართიძის სტადიონზე მარათავდა და ბევრი ხაშურელი გულშემატკივარიც ამ კლუბს საკუთრად თვლიდა, მაგრამ როგორც ჩვენმა გვერდმა ექსკლუზიურად მიიღო ინფორმაცია, შესაძლოა გუნდმა საშინაო არენა შეიცვალოს და მატჩები თბილისში “შატილი არენაზე” ჩაატაროს. რა იქნება შემდგომში ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ 5 სექტემბერს ლიგა 3-ს მომდევნო ტურის შეხვედრას ისინი ჩოხატაურის “ბახმაროსთან” სწორედ “შატილზე” გამართავენ.
ორბი საშინაო მატჩებს შატილი არენაზე გამართავს