ახალი შესარჩევის პირველი ტური – ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. ახალგაზრდული, ბრიტანელებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. რამაზ სვანაძის გუნდი, ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტა, ლატვიის, საბერძნეთის და გერმანიის 21-წლამდე ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. დღეს, ახალგაზრდულმა წყალტუბოში პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით გამართა. ლოზანა სპორტის ნახევარმცველი – გაბრიელ სიგუა გუნდს ხვალ შემოუერთდება….