უკვე იცით, რომ რამდენიმე დღის წინ თემურ ქეცბაიამ კვიპროსული “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იქაურ მედიასთან ამ თემაზე კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სტელა მარკუმ ილაპარაკა.
“გნებავთ განშორება დაარქვით, გნებავთ – დამშვიდობება, ეს მარტივი არასდროს არის. ეს არ იყო იოლად მისაღები გადაწყვეტილება. მიზეზები ცნობილია. ქეცბაია ჩვენი კლუბისთვის არასოდეს ყოფილა მხოლოდ მწვრთნელი და მომხდარი არ აკნინებს მის ღვაწლს “ანორთოსისის” წინაშე.
მისი კონტრაქტის საკითხი შიდასაკლუბო განხილვის თემაა. ფაქტი ერთია: “ანორთოსისზე” უფრო მაღლა არავინ და არაფერი დგას. ჩვენს კლუბს ყველაზე რთული წელი აქვს მას შემდეგ, რაც დაიწყო დევნილობის პერიოდი. ჩვენ არავის ვემალებით, მაგრამ თუ რაღაც არ არის საჯარო, ეს ისევ და ისევ “ანორთოსისის” ინტერესების გათვალისწინებით ხდება”, – თქვა მარკუმ.