ქუთაისი დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს

სუპერლიგის ჩემპიონ ქუთაისი 2010-ს მცირედი დააკლდა, ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოში პირველი გამარჯვება მოეპოვებინა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე 80:76 იგებდა, იმერული კლუბის უკანახაზელი, ტაირი ბოიკინი კი 2 საჯარიმოს ესროდა. ბოიკინმა ორივე სროლა ააცილა, შემდეგ კი თამაში ისე წავიდა, რომ ქუთაისელებმა ბურთი ბურთზე მიიღეს, შეტევაში კი ვერაფერი იხეირეს და შეხვედრა 81:84 (სტატისტიკა) დათმეს.  ქუთაისს…

მეტი...

ქუთაისი ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე

ფიბა-მ ახალ სეზონი დაიწყო. პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგისა და ფიბა ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას როგორც ქართული კლუბი, ისე ქართველი არბიტრები მიიღებენ. ქართული სუპერლიგის ჩემპიონი ქუთაისი დღეს, ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მეოთხედფინალურ მატჩში დანიის ჩემპიონ ბაკენ ბეარსს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისელები საკვალიფიკაციოს ნახევარფინალში გავლენ, სადაც კოსოვოს ტრეპკასა და ნიდერლანდების დენ…

მეტი...