საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო. 

შეკრების პირველ დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ხოლო ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს 24 მარტიდან შეუერთდებიან. 

მარტის შეკრების პირველი ვარჯიშის დაწყებამდე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული პრესკონფერენციაზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნლემა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მოახლოებულ სანაკრებო მატჩებთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხეს. 

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): მიზანი, როგორც ყოველთვის, არისსწორი ბალანსის პოვნა ჩვენს დაცვით და შეტევით შესაძლებლობებს შორის. იმედგაცრუებული ვარ ბოლო ექვსი თვის შედეგებით. განსაკუთრებით საკვალიფიკაციო ეტაპზე სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში, რადგან ვფიქრობ, უკეთ შეგვეძლო თამაში, მაგრამ ეს ვერმოვახერხეთ.

თუმცა, ზოგჯერ სწორედ რთულ ვითარებაში იწყებ გამოსავლის პოვნას. ახლა, მარტიდანივნისამდე ოთხი ამხანაგური თამაში გვაქვს და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა სიახლეებისთვის. ვგულისხმობ როგორც ახალ მოთამაშეებსაც, ისე ტაქტიკურ ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, ამ ოთხმატჩს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვცადოთ სხვადასხვა ვარიანტი და ვიპოვოთ საუკეთესობალანსი მომავალი წლისთვის.

ერთა ლიგის ახალ გათამაშებას ამბიციით ველოდებით. არ ვამბობ, რომ აუცილებლად მოვიგებთდა A ლიგაში გადავალთ, მაგრამ ჩვენი მიზანი თავიდანვე იქნება პირველი ადგილის დაკავება — ესბუნებრივია ნებისმიერი ტურნირისთვის.თუმცა ვიცით, რომ უნგრეთთან, ირლანდიასთან დაუკრაინასთან ძალიან რთული ჯგუფი იქნება. ამიტომაც ეს ოთხი მატჩი მარტსა და ივნისში ძალიანმნიშვნელოვანია რათა მივიღოთ პასუხები ჩვენს კითხვებზე და მაქსიმალურად გავზარდოთმოთამაშეების თავდაჯერება”.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო თითოეული ჩვენგანის ღრმა მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, სრულიად საქართველოსა და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და მძიმე დანაკლისია. პატრიარქის თითოელი სიტყვა და დამოკიდებულება ადამიანების მიმართ ბევრი ჩვენგანისათვის ცხოვრების მაგალითად დარჩება. ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ რამდენჯერმე მქონდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა — თითოეული ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ ჩვენს ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 17-წლამდე ნაკრებთან ერთად იყო შეკრებაზე მათე ისაკაძე, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის 15-წლამდე ნაკრების კაპიტანია. ძალიან გვიხარია, რომ ჩამოვიდა და იმედი გვაქვს, მომავალში საქართველოს ნაკრებს აირჩევს. შემდეგ შეკრებაზე ჩამოვა ნიურნბერგის 17-წლამდე გუნდის წევრი, რომელიც დედით ქართველია. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ მეტი ქართველი ფეხბურთელი დავაბრუნოთ საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს კონკურეციის ზრდას და ჩვენი ნაკრებების გაძლიერებას.

ვმუშაობთ ივნისის მეორე ამხნაგური მატჩის ორგანიზებაზე. მეტოქის შერჩევისას, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია მთავარ მწვრთნელთან. სწორედ მწვრთნელის იდეების და მომავალი მეტოქეების გათვალისწინებით შეირჩა ისრაელის და რუმინეთის ნაკრებები. ვფიქრობ, ბევრი აქვთ საერთო ჩვენს მომავალ მეტოქეებთან”.

მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში ჩვენი გუნდი 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას შეხვდება.