“უოტფორდმა” ნიკოლოზ ჩიქოვანი ბელგიაში გაანათხოვრა

“უოტფორდმა” თბილისის “დინამოსგან” შეძენილი ნიკოლოზ ჩიქოვანი წლის ბოლომდე გაანათხოვრა. 18 წლის მარცხენაფლანგელი ბელგიური “შარლერუას” 23-წლამდელთა გუნდის ღირსებას დაიცავს. ბელგიურმა კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ყოფილი დინამოელი უკვე ვარჯიშობს “შარლერუას” ძირითად გუნდთან ერთად და, ვინ იცის, იქნებ მის შემადგენლობაშიც ჩაატაროს მატჩები. “შარლერუას” 23-წლამდელთა გუნდი რანგით მესამე ბელგიურ ლიგაში თამაშობს. ამ კლუბში ჩიქოვანს უკვე ჰქონდა დებიუტი “ვირტონთან” საშინაო მატჩში…

მეტი...