“უოტფორდმა” თბილისის “დინამოსგან” შეძენილი ნიკოლოზ ჩიქოვანი წლის ბოლომდე გაანათხოვრა. 18 წლის მარცხენაფლანგელი ბელგიური “შარლერუას” 23-წლამდელთა გუნდის ღირსებას დაიცავს.
ბელგიურმა კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ყოფილი დინამოელი უკვე ვარჯიშობს “შარლერუას” ძირითად გუნდთან ერთად და, ვინ იცის, იქნებ მის შემადგენლობაშიც ჩაატაროს მატჩები.
“შარლერუას” 23-წლამდელთა გუნდი რანგით მესამე ბელგიურ ლიგაში თამაშობს. ამ კლუბში ჩიქოვანს უკვე ჰქონდა დებიუტი “ვირტონთან” საშინაო მატჩში (2:2).
ჩიქოვანი თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. უთამაშია “დინამოს” მთავარ გუნდშიც. არის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი.