ნაკრებმა ესპანეთში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მეორე ვარჯიში ჩაატარა. 8 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთში სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ესპანეთში მიმდინარე შეკრება და მოახლოებული მატჩები ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი მამარდაშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ შეაფასეს. გიორგი მამარდაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): “ესპანეთის ნაკრები ჩვენი ჯგუფის მთავარი ფავორიტი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასე რომ, რთულ თამაშს ველოდებით. გვაქვს ესპანეთთან…