საქართველო 3:2 ყირგიზეთი
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ყირგიზეთის წინააღმდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისი არენაზე ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ჯანო კვარაცხელიას, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ჩიმაკაძის გოლებით დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე, სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან ცქიტიშვილმა საქართველოს ნაკრების რიგებში ჩატარებული 100 მატჩის აღსანიშნავად, ირაკლი თოდუას და შოთა თოფურიას…