გრიფინმა თელავში ბურჯს შანსი არ დაუტოვა და “ა” ლიგაში გალიდერდა
“ა” ლიგის მე-4 ტური დასრულდა. ტურის ბოლო შეხვედრა თელავში გაიმართა, სადაც ბურჯმა კასპის გრიფინი მიიღო. ორივე გუნდისთვის მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თელაველებს სეზონის წინ დიდი ამბიცია ჰქონდათ და 3 ტურის შემდეგ ერთადერთი გამარჯვებით ბოლოსწინა ადგილზე იყვნენ, გრიფინი კი შარშანდელი ფინალისტია და წელს ღიად აცხადებს, რომ “ა” ლიგის მოგება და სუპერლიგის საგზურის მოპოვება სურს. კასპელებს 3…