ინფორმაცია გადადებული მატჩების შესახებ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალებეთ ეროვნული ლიგა 2-ის 28 თებერვალს და პირველ მარტს გასამართი, პირველი ტურის 5 მატჩი – იბერია 1999 v მეშახტე, დილა v რუსთავი, დინამო თბილისი v დინამო ბათუმი, თელავი v არაგვი, გარეჯი v ოდიში 1919 მეტეოროლოგიური პირობების გამო გადადებულია. პირველი ტურის გადადებული მატჩები, 11 აპრილს გაიმართება.

მეტი...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კოპენჰაგენში დანია 18 ქულით დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კოპენჰაგენში დანია დაამარცხა და მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ფარუმ არენაზე, საკუთარი გულშემატკივართა მხურვალე ქომაგობის ფონზე მასპინძლებს შანსი არ დაუტოვა. საქართველო მესამე პერიოდში 33 ქულით იგებდა და დარჩენილ დროში მოედანზე გუნდის ძირითადი ბირთვის წევრები – გამოცდილი კალათბურთელები აღარ გამოჩენილან, რითაც მასპინძლებს შანსი…

მეტი...

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა

საერთაშორისო მსაჯისა და ქალთა კალათბურთში დაფასებული მწვრთნელის, როლანდ გელოვანის იუბილესთან დაკავშირებით მისი ხსოვნის ტურნირი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ მძიმე ავადმყოფობის გამო, გელოვანი 3 წლის წინ გარდაიცვალა და კალათბურთის ფედერაციის ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ორგანიზებით მისი სახელობის ტრადიციული, საერთაშორისო ტურნირი იმართება.  ტურნირი პირველად შარშან, თებერვალში ჩატარდა და მას ტრადიცული სახე მიეცა. ამჯერად ტურნირმა უფრო სანახაობრივი სახე მიიღო, რომელშიც…

მეტი...

შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდა. 25 თებერვალს, ბოლონიაში ჩატარებული ევროლიგის მატჩის შემდეგ ბარსელონას ქართველი ლეგიონერი პირდაპირ დანიაში გაემგზავრა და საღამოს 6 საათისთვის უკვე გუნდში იყო. ალეკსანდარ ჯიკიჩმა საღამოს ვარჯიში არ ჩაატარა, კაპიტანს და მოთამაშეებს პრინციპული მატჩის წინ განტვირთვის საშუალება მისცა.  უკონტაქტო, ტაქტიკის თეორიულ ნაწილზე ორიენტირებული ვარჯიში თამაშის დღეს, დილის 11:30 საათზე გაიმართა, სადაც…

მეტი...

ეროვნული გუნდების ერთიანი სათამაშო კონცეფცია – დასკვნითი შეხვედრა მიხეილ მესხზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, საქართველოს 21-წლამდე და ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბების წარმომადგენლებთან დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასაკობრივ ნაკრებებში ერთიან სათამაშო კონცეფციას, რომელიც ასაკობრივი ნაკრები გუნდების დონეზე წლებია დანერგილია. არსებული კონცეფციის განახლების პროცესი 2-თვიანი სამუშაო პერიოდს მოიცავდა და დღევანდელ შეხვედრაზე საბოლოო პრინციპებზე შეთანხმება მოხდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და…

მეტი...

საქართველო – ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩს ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. ამხანაგური შეხვედრა 26 მარტს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 26 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი 20, 40 და 60 ლარია. ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, biletebi.ge-ზე გაიყიდება და ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბილეთი…

მეტი...

ᲙᲠᲘᲡᲢᲐᲚᲑᲔᲗ ᲔᲠᲝᲕᲜᲣᲚᲘ ᲚᲘᲒᲘᲡ ᲞᲘᲠᲕᲔᲚ ᲢᲣᲠᲨᲘ ᲘᲑᲔᲠᲘᲐ ᲓᲐᲣᲛᲐᲠᲪᲮᲔᲑᲔᲚᲘᲐ!

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურში იბერია დაუმარცხებელია! 2017 წლიდან 2025 წლის ჩათვლით ჩატარებულ ცხრა საწყის შეხვედრაში გუნდმა რვაჯერ იმარჯვა და ერთი მატჩი ფრედ დაასრულა. ამ 9 მატჩში იბერიამ 14 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 მიიღო, კარის მშრალად დაცვა 6 მატჩში მოვახერხეთ. ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘ ᲡᲔᲖᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ: 2017 — იბერია 1:0 ტორპედოგოლი: გიორგი კოხრეიძე 2018 — იბერია 3:1 სიონიგოლები:…

მეტი...

თბილისის მერანი აქტიურად ემზადება

თბილისის “მერანი” ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გუნდმა არაერთი ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა. 25 თებერვალს მერანი “გაგრა 2”-ს დაუპირსიპრდა და მეტოქე იოლად, ანგარიშით 4-1 დაამარცხა, თბილისელებიდან გოლები მღებრიშვილმა ორჯერ, ხეცურიანმა, ბიგვავმამ გაიტანეს ხოლო “გაგრა-2”-ის შემდეგადენლობიდან პრესტიჟის გოლის გატანა დარსანიამ შესძლო.

მეტი...

სამგურალი” 2 ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება

,,სამგურალი” 2 ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება. ახალგაზრდულმა გუნდმა დღეს მორიგი ამხანაგური მატჩი ზესტაფონის ,,მარგვეთთან” გამართა და 1:2 დამარცხდა. წყალტუბოელთაგან გოლი ბექა ქარჩავამ გაიტანა.

მეტი...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანიაში, ფარუმ არენაზე პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ნაკრებმა დანიაში პირველი ვარჯიში გამართა. სასტუმრო, სადაც ჩვენი ნაკრები დაბინავდა, კოპენჰაგენის ცენტრში მდებარეობს, ხოლო დარბაზი, სადაც ვარჯიშები და თამაშია დანიშნული, 20 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ფარუმშია. თბილისიდან კოპენჰაგენში ჩასულ სუპერლიგის ხუთ მოთამაშეს – გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ვილი ისიანი, გიორგი ტურძილაძე – და ნატურალიზებულ ამერიკელ მარკის რიდს სასტუმროში ლეგიონერები დახვდნენ, ნაწილიც მოგვიანებით ჩამოვიდა…

მეტი...