შერმადინის 18 ქულა და ტენერიფეს გამარჯვება ბრეოგანთან

გიორგი შერმადინმა კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში მისმა ტენერიფემ ბრეოგანს უმასპინძლა და ქართველი ცენტრის დახმარებით გამარჯვება იზეიმა – 90:81. შერმადინი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 11-დან 8 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა….

მეტი...