თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება

მოახლოვდა სანაკრებო მატჩები, თუმცა არ ჩერდება ქალთა ევროტურნირები. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებთან ერთად იმართება ევრობასკეტ 2029-ის წინა-საკვალიფიკაციო თამაშები. სწორედ ამ ტურნირის შეხვედრას მთავარი მსაჯის რანგში მოემსახურება ქართველი არბიტრი, კირილე თვაური, რომელიც ასევე დაკავებული იქნება ამ პერიოდში დაგეგმილ ქალთა ევროტურნირების პლეი ოფის თამაშებზე. 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თვაური მთლიანობაში 3 შეხვედრას მოემსახურება და 2 მათგანში…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 2 მნიშვნელოვანი მატჩი ელის. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი დანიის ეროვნულ ნაკრებს ჯერ კოპენჰაგენში, შემდეგ კი თბილისში დაუპირისპირდება. მატჩები შესაბამისად 27 თებერვალსა და 2 მარტს გაიმართება. ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი 2 მარცხით დაიწყო. საქართველომ 27 ნოემბერს შინ უკრაინასთან წააგო, 30-ში კი სტუმრად, ესპანეთთან. მათ გარდა…

მეტი...