რუსთავის აკადემიამ გოგონათა გუნდებისთვის საკალათბურთო ინვენტარი მიიღო
აქტიურად გრძელდება საქართველოს რეგიონებში კალათბურთის განვითარების პროგრამა, რომელსაც კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ფიბა-სთან თანამშრომლობით ახორციელებს. 4 წელია, ფიბა-ს ახალგაზრდობის განვითარების პროგრამით მიღებული გრანტით ფედერაცია საქართველოს რეგიონებს ყველა საჭირო საკალათბურთო ინვენტარით ამარაგებს, გასული წლის ბოლოდან კი პროგრამას გოგონებიც შეუერთდნენ. საქმე ეხება ფიბა-ს კიდევ ერთ პროგრამას, რომელიც მიზნობრივად აფინანსებს იმ პროექტებს, რომელიც ქალთა კალათბურთის განვითარებაზეა ორიენტირებული. აღნიშნული პროგრამით…