დირკ შუსტერი: “ტორპედოს” სათადარიგოთა სკამი მოკლეა, ამიტომ, სეზონის დაწყებამდე კიდევ ორ ფეხბურთელს დავიმატებთ.
ქუთაისის “ტორპედომ” კვიპროსში მოსამზადებელი პერიოდი დაასრულა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა შეკრება შეაჯამა. “კვიპროსში მოსამზადებლად კარგი პირობები გვქონდა. კმაყოფილი ვარ ამხანაგური თამაშებით, განსაკუთრებით – პირველი ორით. გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალება მივეცით, ბოლო თამაშშიც სასარგებლო გამოცდილება მივიღეთ. ვფიქრობ, ეს შეკრება წარმატებული იყო როგორც თითოეული ფეხბურთელისთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის. სეზონს კარგ ფორმაში ვხვდებით და ფეხბურთელების მზადყოფნით…