საფეხბურთო კლუბმა “ბორჯომმა” მორიგი ამხანაგური შეხვდრა გამართა და რეგიონ ლიგაში მოასპარეზე “ნორჩი დინამო 2016”, უხვგოლიან შეხვერდაში, ანგარიშით 4-2 დაამარცხა.
პირველ ტაიმში გოლები სწრაფდ გავიდა მე-13 წუთზე შეხვედრაში ანგარიში უკვე 2-1 იყო, ტაიმის მიწურულს “ბორჯომელებმა” კიდე ერთი ბურთი გაიტანეს და ტაიმი 3-1 მოიგეს. მეორე ტაიმიც პირველის მსაგვასად დაიწყო და გუნდმა 1-1 გოლი გაცვალეს. თუმცა თამაშის ბოლომდე მეტი გოლი აღარ გასულა და მატჩი 4-2 დასრულდა.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში წყალტუბოს “სამგურალი 2”-ს დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 6 მარტს გაიმართება და 12:00 საათზე დაიწყება.
“ბორჯომი” პირველ ოფიციალურ შეხვედრას 1 აპრილს გამართავს, მათი მეტოქე კი “არაგვი 2” იქნება.