დინამო ბათუმის მორიგი 1-1

სამგურალი 1:1 დინამო ბთ  პირველ ტაიმში ბათუმელები დაწინაურდნენ ლუკა ქაფიანიძის გოლით. რევაზ ჩიტეიშვილმა აუტი ჩააწოდა, სამგურალის მეკარე არსენ სიუკაევმა გამოსვლისას ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ქაფიანიძემაც დაამატა. ბათუმელები დიდხანს იგებდნენ, 84-ე წუთზე კი ნიკა ხორხელის ჩაწოდებას მოჰყვა ველისოლის თავური და 1:1.  ბათუმელებს ორ მატჩში ორივე ფრე აქვთ, სამგურალს კი ორი ფრის გარდა ერთი გამარჯვებაც აქვთ მოპოვებული.

მეტი...

დილა მეშახტესთან დამარცხდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე ტური დასრულდა. ხუთშაბათს ორი მატჩი გაიმართა: ტყიბულის მეშახტემ გორში 1:0 მოუგო დილას, ხოლო წყალტუბოს სამგურალისა და დინამო ბათუმის დაპირისპირება 1:1 დასრულდა. დილა 0:1 მეშახტე  ტყიბულის მეშახტემ ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. როგორც იცით, მეშახტე დებიუტანტია და 36-ე ქალაქია, რომლის გუნდსაც საქართველოს მთავარ ლიგაში უთამაშია.  დღევანდელი თამაში დაძაბული გამოდგა და ერთადერთი…

მეტი...

მწვრთნელთა განახლებული გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ორგანიზებით დაიწყო განახლებული „მწვრთნელთა გადამზადებისა და ლიცენზირების პროგრამა“, რომლის პირველი ეტაპის ( C კატეგორია) გასავლელად და შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად 85 მწვრთნელი დარეგისტრირდა.  აღნიშნული პროგრამა ტარდება ფიბა-ს რეკომენდაციებით და კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის  უახლეს სახელმძღვანელოზე (Coach Manual) დაყრდნობით. C კატეგორია განკუთვნილია მწვრთნელებისთვის, რომლებიც მუშაობენ 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან და სურთ,…

მეტი...

სამგურალი 2-მა ზედიზედ მე-3 შეხვედრაში იმარჯვა

წყალტუბოს სამგურალის სარეზერვო გუნდი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გუნდმა ზედიზედ სამ ახმანაგურ შეხვედრაში იმარჯვა. ”სამგურალი 2”-ის მეტოქე ამჯერად “ნორჩი დინამო 2016” გახლდათ. შეხვედრა იმერლების გამარჯვებით ანგარიშით 1-0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა. მეორე ტაიმი ორივე გუნდმა აქატიურად დაიწყო, არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად გუნდებმა მეტი გოლია გატანა ვერ შეძლეს. ნორჩმა დინამომ ამ შეხვედრით…

მეტი...

სფფ-ის წარმომადგენლები საერთაშორისო მატჩებზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში საერთაშორისო მატჩებზე იმუშავებენ.  12 მარტს, სფფ-ის ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაქარ ჟორდანია, ბერძნული პანათინაიკოსის და ესპანური ბეტისის ევროპა ლიგის 1/8-ფინალური მატჩის დელეგატი იქნება. შეხვედრა ათენში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.  ვაჟთა ასაკობრივი ნაკრებების და ფუტსალის ეროვნული ნაკრების მენეჯერი, დავით დათუნაშვილი კი, სერბეთში გაემგზავრება, სადაც 14-20 მარტს, გოგონათა 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის…

მეტი...