სამგურალი 2-მა ზედიზედ მე-3 შეხვედრაში იმარჯვა

წყალტუბოს სამგურალის სარეზერვო გუნდი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გუნდმა ზედიზედ სამ ახმანაგურ შეხვედრაში იმარჯვა.

”სამგურალი 2”-ის მეტოქე ამჯერად “ნორჩი დინამო 2016” გახლდათ. შეხვედრა იმერლების გამარჯვებით ანგარიშით 1-0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა.

მეორე ტაიმი ორივე გუნდმა აქატიურად დაიწყო, არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად გუნდებმა მეტი გოლია გატანა ვერ შეძლეს.

ნორჩმა დინამომ ამ შეხვედრით მოსამზადებელი ეტაპი დაასრულდა და მომავალი კვირიდან უკვე რეგიონალ ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს.

რაც შეეხება წყალტუბოს სარეზრვო გუნდს ისინი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ხვალ ჩოხატაურია “ბახმაროს” წინააღმდეგ ჩაატარებენ. მატჩი 14:00 საათზე დაწიყება და წყალტუბოს ხელოვნურ საფარიან სტადიონზე გაიმართება.