რუსთავმა სეზონში პირველად წააგო, გაგრამ კი პირიქით, პირველად გაიმარჯვა.
რუსთველები იგებდნენ სწრაფი გოლით, კერძოდ, დავით უბილავამ ითამაშა კარგად, ბურთი გააყოლა ჟან სოუზა დე ალმეიდას და ბრაზილიელმაც ტექნიკურად შეასრულა. 1:0. რუსთავს სეზონში ჯერ ორი გოლი აქვს გატანილი და ორივე ჟან სოუზა დე ალმეიდას ანგარიშზეა.
58-ე წუთზე გაგრელთა უკრაინელმა შემტევმა ანდრი ანდრეიჩუკმა ინდივიდუალური გარღვევა ლამაზი გოლით დაასრულა; ხოლო ბოლოს გაგრას მოაგებინა დავით მუჯირის დარტყმამ. მუჯირმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და 1:2.