საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო.  შეკრების პირველ დღეს ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 17 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ, ხოლო ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს 24 მარტიდან შეუერთდებიან.  მარტის შეკრების პირველი ვარჯიშის დაწყებამდე, მიხეილ…

მეტი...

მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა

მარტის ამხანაგური თამაშებისთვის სანაკრებო განაცხადში მყოფმა საბა გოგლიჩიძემ „უოტფორდის“ დღევანდელი ვარჯიში ტრავმის გამო სრულად ვერ ჩაატარა. შეძლებს თუ არა ქართველი მცველი მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობას, ფეხბურთელის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი. არსებულ ვითარებაში, მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ერთი ფეხბურთელი დაემატა. ისრაელთან და ლიეტუვასთან მატჩებისთვის განაცხადში ბერძნული „პანსერაიკოსის“ მცველი ივა გელაშვილი იქნება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას 23…

მეტი...

U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის

27 მარტი – საქართველო V ლატვია | 19:00 | ბილეთები31 მარტი – საქართველო V მალტა | 19:00 | ბილეთები საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას, ლატვიასთან და მალტასთან გასამართი საშინაო მატჩებით განაგრძობს. რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 27 მარტს, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება, ხოლო მალტას იგივე მოედანზე, იდენტურ დროს, 31 მარტს უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23…

მეტი...

ვილი სანიოლი: გურამ კაშია მონუმენური ფიგურაა

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “გურამ კაშია მონუმენტური ფიგურაა ქართული ფეხბურთისთვის. ზოგადად, ახალი კაპიტნის არჩევა იოლი გადაწყვეტილება არ არის, თუმცა ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, ჩემთვის ძალიან მარტივი გადასაწყვეტი იყო, თუ ვინ გახდებოდა ნაკრების ახალი კაპიტანი. გურამთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი გვისაუბრია როგორც ფეხბურთზე, ისე ზოგადად ცხოვრებაზე. ჩემი სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების სახელით, მინდა მადლობა…

მეტი...

მამუკელაშვილის 5 ქულა და “ტორონტოს” მარცხი “ფენიქსთან”

NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რეპტორსი” სტუმრად “ფენიქს სანს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 98:120 დამარცხდა. მასპინძლებმა მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და პირველივე მეოთხედში 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც შემდეგ ხელიდან აღარ გაუშვიათ და ზედიზედ ხუთ მატჩიანი წაგების შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმეს. სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 17:46 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში ქართველის მონაგარი…

მეტი...

მათე ხატიაშვილის დებიუტი და 2 ქულა ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში „ბასკონიამ“ „ჟირონა“ 94:81 დაამარცხა, ხოლო მათე ხატიაშვილს ესპანეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა. ხატიაშვილი მოგეხსენებათ, „ბასკონიას“ აკადემიაშია, მაგრამ ახალგაზრდა ქართველს მთავარ გუნდში თამაშის შანსიც მიეცა. ის მოედანზე მხოლოდ ორი წუთი იყო, თუმცა პირველი ქულებიც მიითვალა – ორი საჯარიმო ზუსტად ისროლა. ცხადია, ეს მაინც აღსანიშნავი ფაქტია. 17 წლის კალათბურთელი ნელ-ნელა იწყებს დიდ კალათბურთში…

მეტი...

სამგურალი 2 ტესტ-მატჩში დამარცხდა

წყალუტობოს სამგურალი 2 ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდმა მორიგი ახმანგური შეხვედრა ჩაატარა და ლიგა 3-ში მოასპარეზე “იბერია 2010”-თან 2-0 დამარცხდა. ორივე გოლი მატჩის პირველივე ტაიმში გავიდა. ორივე გოლი ასათიანმა მათემ გაიტანა. წყალტუბოელები მთელი შეხვედრის განმავლობაში აქატიურობდნენ თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ და გოლის გატანა ვერ შეძლეს. პირველ ოფიციალურ თამაშს წყალტუბოს “სამგურალი 2” წალენჯიხაში ადგილობრივი “სქურის” წინააღმდეგ…

მეტი...

ალექსანდრე იაშვილის კომენტარი გურამ კაშიას გადაწყვეტილებაზე

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): “გურამ კაშია არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების მაისური სცმია. ის იყო მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის — თუ რას ნიშნავს იყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, სიამაყით ატარებდე შენი ქვეყნის მაისურს და უკაპიტნო შენს ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე. მთელი ფეხბურთის ფედერაციის სახელით, უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. ვამაყობ, რომ გურამთან ერთად მომიწია თამაში, შემდეგ კი, ჩვენი ნაკრების…

მეტი...

გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ივნისში დაასრულებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელმა 23 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ნაკრების კაპიტანი მედიის წინაშე წარსდგა საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან, და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად, მარტის შეკრებისწინა პრესკონფერენციაზე. გურამ კაშია: “ნამდვილად მძიმე დღეებია მთელი ქვეყნისთვის. მინდა გამოვხატო უდიდესი მწუხარება კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო…

მეტი...

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას 23 მარტს, თბილისში დაიწყებს.  მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს ლიეტუვის წინააღმდეგ კაუნასში ითამაშებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამხანაგური მატჩებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გრაცის შტურმის 23 წლის ნახევარმცველი, გიზი მამაგეიშვილი.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა…

მეტი...