საქართველო 5:2 აზერბაიჯანი

აქართველოს ფუტსალის ნაკრებმა აზერბაიჯანის ეროვნული გუნდი მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა. 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11 აპრილს ჩატარებული მატჩი ავთანდილ ასათიანის გუნდმა დიდი ანგარიშით, 5:2 მოიგო. სტუმართა კარში გოლები ნიკოლოზ გაბრიჩიძემ, ლევან სვანიძემ და ნიკოლოზ კურტანიძემ გაიტანეს, გიორგი ჩიმაკაძემ კი დუბლი შეასრულა. 

საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის 9 აპრილს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. 

აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩები 2028 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.