სამტრედია საგარეჯოში დამარცხდა

ეროვნული ლიგა 2-ის მე-16 ტური დასრულდა. ყველა შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გუნდებმა ბოლო წუთებამდე იბრძოლეს. ერთ-ერთი ასეთი დაძაბული შეხვედრა გაიმართა საგარეჯოში, სადაც ადგილობრივი გარეჯი სამტრედიას დაუპირისპირდა და შეხვედრა, ამსპინძელთა გამარჯვებით, ანგარისშით 3-2 დასრულდა.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში მეტოქეს 2 უპაუსხო ბურთი გაუტანეს და შესვენბაზე კომფორტული ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმიც პირველი ტაიმის მსაგვსად დაიწყო და გარეჯმა კიდე ერთი გოლის გატანა მოახერხა. თამაშის ბედი თითქოს გადაწყვეტილი იყო, თუმცა სტუმრებმა ჯერ 77-ე და შემდეგ 89-ე წუთზე დალაშქრეს მეტოქის კარი და თამაშის ბოლო წუთამდე შეუნარჩუნეს შეხვედრას ინტრიგა. თუმცა, ვალერი გაგუას შეგირდებმა მეტი ბურთის გატანა ვეღარ შეძლეს.

სანაკრებო პაუზით გამოწვეულ იძულებით პაუზის დროს, საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” ამხანაგურ შეხვედრას ზესტაფონის “მარგვეთის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 3 ივნისს ჩატარდება და 10:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ოფიცლიაურ შეხვედრებს ლიგა 2-ის მე-17 ტური 16 ივნისს აირებს სტარტს.